logo_geo
eng_logo
პრეზიდენტის ადმინისტრაცია პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებს, ე.წ. სამშვიდობო მემორანდუმს შეუერთდნენ
- +

16 სექტემბერი. 2016. 13:56



პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებს, ე.წ. სამშვიდობო მემორანდუმს შეუერთდნენ.

მისი თქმით, ინიციატივა, რომლითაც პრემიერ-მინისტრი გამოვიდა, შეთანხმების კარგი შესაძლებლობაა, რომელიც ხელიდან არც ერთმა პოლიტიკურმა ძალამ არ უნდა გაუშვას.



ჩვენ ყოველთვის მძაფრად ვაკრიტიკებდით ყველა ტიპის ძალადობას. შესაბამისად, მივესალმეთ პრემიერის ინიციატივას .. სამშვიდობო მემურანდუმთან დაკავშირებით. მოვუწოდებთ პოლიტიკურ პარტიებს, ჩაერთონ დიალოგის პროცესში და შეუერთდნენ მემორანდუმს, რომელიც შესაძლოა არ იყოს ყველაფრის გარანტი, მაგრამ ეს არის შესაძლებლობა მეტი შეთანხმებისა და დიალოგისაკენ, რომელიც ჩვენ ხელიდან არ უნდა გავუშათ", - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.



მისივე განმარტებით, ქვეყანამ უნდა შეძლოს არჩევნების მშვიდ, სამართლიან და დემოკრატიულ გარემოში ჩატარება.



პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, „ქართული ოცნება" არჩევნების მშვიდობიან გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად პოლიტიკურ პარტიებს მემორანდუმის გაფორმებას სთავაზობს.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner