ბათუმში მოსული უხვი ნალექის გამო, დატბორილია მემედ აბაშიძის, 26 მაისისა და ფარნავაზ მეფის ქუჩების ნაწილი.
შსს-ს საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ბათუმში მოსული ძლიერი წვიმის შესახებ საგანგებო სიტუაციების სამსახურში 50-მდე გამოძახება დაფიქსირდა. გამოძახებები ძირითადად, სარდაფების დატბორვას უკავშირდება.