logo_geo
eng_logo
დავით ნარმანიამ ორწლიანი საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციაზე პროექტ „ახალი თბილისის“ შესახებ ისაუბრა
- +

16 სექტემბერი. 2016. 14:25


 

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ორწლიანი საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციაზე პროექტ „ახალი თბილისის" შესახებ ისაუბრა.


როგორც დავით ნარმანიამ აღნიშნა, თბილისის მერიის „თბილისის განვითარების ფონდის" პროექტის მიზანია თბილისის მდიდარი ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება, აღდგენა-რესტავრირება და  ეკონომიკის სტიმულირება-განვითარება.


თბილისის მერის განცხადებით, პროექტი უზრუნველყოფს მტკვრის ორივე სანაპიროზე დიდი ტურისტული მარშრუტის შექმნას და მოწყობას.  პირველი ეტაპის ფარგლებში რეაბილიტაცია უტარდება ღვინის აღმართს, მიმდინარეობს გუდიაშვილის სახელობის მოედნის რესტავრაცია-რეაბილიტაცია 14 მისამართზე, სრულდება ზემო კალის რეაბილიტაცია, რომელიც მოიცავს 20-მდე შენობას და 15-მდე ისტორიულ-კულტურულ მემკვიდრეობის ძეგლს.


„რაც მთავარია, დასასრულს უახლოვდება  აღმაშენებლის გამზირის სრული რეაბილიტაცია. მარჯანიშვილის მოედნიდან  ზაარბრიუკენის მოედნამდე რესტავრაცია-რეაბილიტაცია 47 ისტორიულ შენობას ჩაუტარდა, რომელთა შორის 38 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. გარდა ამისა, გამზირის ამ ნაწილში, მთლიანად გამოიცვალა საინჟინრო-საკომუნიკაციო ქსელები. განხორციელდა ისტორიული სადარბაზოების აღდგენა-რესტავრაცია, რაც ასევე, საკმაოდ შრომატევად სამუშაოებს მოიცავს. მიმდინარეობს სარეკრეაციო ზონების მოწყობა და განვითარება. ასევე, იგეგმება აბრეშუმის მუზეუმის რეაბილიტაციის პროექტირება, ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმის რეაბილიტაციის პროექტირება. დასრულდა თუმანიანის მეორე ჩიხი N 3-ში მდებარე შენობის აღდგენა-რეაბილიტაცია", - განაცხადა დავით ნარმანიამ.


ამასთან, თბილისის მერის თქმით, მერიამ მოსახლეობის თხოვნით და ტურისტული ინფრასტრუქტურის სტიმულირების მიზნით, ძველი თბილისის ქუჩების საფეხმავლო ზონად გამოცხადების გადაწყვეტილება მიიღო და აღნიშნულ არეალში 8 ქუჩა საფეხმავლო ზონად მოეწყობა.






 

right_banner right_banner
არქივი
right_banner