1. წმინდა პავლეს ტაძრის გუმბათი ხანძრის კვამლში. „ლუფტვაფეს" დაბომბვების შედეგად ტაძრის მეზობელი შენობები ცეცხლის ალშია გახვეული. ლონდონი, 1940 წლის 29 დეკემბერი
2. გერმანული ბომბდამშენები „Heinkel He 111" ისე დაბლა მიფრინავენ, რომ ლამის ეხებიან ლა-მანშის ტალღებს. 1940 წელი
3. გერმანული და ბრიტანული თვითმფრინავების კვალი კენტის თვზე საჰაერო ბრძოლის დროს
4. გერმანული ბომბების აფეთქებებისგან განათებული ლონდონის დოკები მდინარე ტემზაზე. 1940 წლის 7 სექტემბერი
5. პლიმუტის დაბომბვისას გაჩენილი ხანძრის უზარმაზარი სვეტი. 1940 წლის ნოემბერი
6. ავიადაბომბვებისას ლონდონელები თავს აფარებენ მეტროს. სადგური „Aldwych", 1940 წლის 8 ოქტომბერი
7. ვესტმინსტერის სასახლის სილუეტი მკაფიოდ ჩანს ხანძრის ფონზე
8. აფეთქების ტალღამ ავეჯის გადამზიდი მანქანები ააყირავა. ლონდონი, 1940 წლის 5 დეკემბერი
9. დაბომბვისას განადგურებული სახლის ნანგრევებიდან გამოყვანილი საღ-სალამათი გოგონა. ლონდონი. 1940 წლის 23 ოქტომბერი
10. მეხანძრეები დაბომბვისას დანგრეულ სახლთან ლონდონის ხიდის მახლობლად, სიტიში. 1940 წლის 9 სექტემბერი
11. დაბომბვებისგან უსახლკაროდ დარჩენილმა ასობით ადამიანმა თავშესაფარი მოიწყო ქალაქ ჰასტინგსის გამოქვაბულებში. 1940 წლის 12 დეკემბერი
12. მიუხედავად საჰაერო დაბომბვებისა, მედუქნე დანგრეული მაღაზიის ვიტრინაზე აწერს: „ვმუშაობთ როგორც ყოველთვის". 1940 წელი. ლონდონი
13. ბრიტანული ავიაციის მიერ ჩამოგდებული გერმანული თვითმფრინავებით ბრიტანელებმა ჯართის შეგროვების კამპანია შეასრულეს
14. ლონდონის სიტი საჰაერო თავდასხმების სემდეგ. 1940 წლის 10 სექტემბერი
15. ლონდონის რაიონი დოკლენდი. 1940 წლის 17 სექტემბერი
16. ლონდონელი ბავშვები მიწისქვეშა თავშესაფარში შობას აღნიშნავენ. 1940 წლის 25 დეკემბერი
17. ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრე პრინცესა ელისაბედი ცხოვრებაში პირველად რადიოთი მიმართავს ევაკუირებულ ბრიტანელ ბავშვებს. მის გვერდიტ ზის უმცროსი და პრინცესა მარგარეტ როუზი. 1940 წლის 22 დეკემბერი
18. ბომბისგან გაჩენილი უზარმაზარი ქვაბული ლონდონის Elephant & Castle გზაჯვარედინზე. 1940 წლის 7 სექტემბერი
19. მხატვარი Ethel Gabain, რომელიც ინფორმაციის სამინისტრომ დაიქირავა, ჩანახატებს აკეთებს ლონდონის ისტ-ენდის ნანგრევებში. 1940 წლის 28 ნოემბერი
20. წიგნების მაღაზიის ნანგრევებზე ახალგაზრდა კითხულობს „ლონდონის ისტორიას". ლონდონი, 1940 წლის 8 ოქტომბერი
იხილეთ პირველი, მეორე და მესამე ნაწილი:
http://reportiori.ge/inside.php?menuid=67&id=541
http://reportiori.ge/inside.php?menuid=67&id=1094
http://reportiori.ge/inside.php?menuid=67&id=1628