logo_geo
eng_logo
ანგელა მერკელი: ევროკავშირი კრიტიკულ სიტუაციაშია
- +

16 სექტემბერი. 2016. 14:57



გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ბრატისლავაში დაწყებულ არაფორმალური სამიტის დაწყებამდე განაცხადა, რომ ევროკავშირი კრიტიკულ სიტუაციაშია.

მერკელი იმედოვნებს, რომ სამიტზე ევროპელი ლიდერები ევროკავშირის გაძლიერებაზე შეთანხმდებიან.



ჩვენ ახლა კრიტიკულ სიტუაციაში ვართ. ჩვენი ამოცანაა, საქმით დავამტკიცოთ, რომ შეგვიძლია უკეთესები ვიყოთ.

ბრატისლავაში დაწყებულ სამიტზე ევროკავშირის ლიდერებმა უნდა გააგზავნონ მკაფიო გზავნილი, რომ ევროპა ცვლილებებისთვის არის მზად. ბრატისლავის გზავნილი შემდეგი უნდა იყოს: ჩვენ გვსურს ვიმუშაოთ და გვსურს, რომ ევროპაში არსებული პრობლემები მოგვარდეს", - განაცხადა ანგელა მერკელმა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner