საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში, ევროკავშირის არაფორმალური სამიტის დაწყებამდე განაცხადა, რომ საფრანგეთი ევროპის დასაცავად ყველაფერს აკეთებს, მაგრამ დამოუკიდებლად მისი დაცვა არ შეუძლია.
„საფრანგეთი ევროპის თავდაცვის უზრუნველყოფის კუთხით მთავარი ძალაა, მაგრამ მარტო არ უნდა იყოს და არც სურს, რომ იყოს მარტო", - განაცხადა ფრანსუა ოლანდმა.
ბრატისლავაში დაწყებული სამიტი პირველად დიდი ბრიტანეთის მონაწილეობის გარეშე ტარდება.