-
+
16 სექტემბერი. 2016. 15:18
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის მანანა კობახიძის განცხადებით, ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, გამოძიება, რომელიც ნიკა გვარამიასა და პაატა ბურჭულაძის სატელეფონო საუბრის მოსმენისა და გავრცელების ფაქტზე დაიწყო, ობიექტურად წარიმართოს და ბრალეული პირი დაადგინოს.
„ოპონენტების ამოცანაა, ყველაფერი ხელისუფლებას დააბრალონ და ხელი „ქართული ოცნებისკენ" გაიშვირონ. გამოძიება არის იმისთვის, დაადგინოს, ვინ ჩაიწერა და შემდეგ ატვირთა. რა თქმა უნდა, საუბრის მონაწილე მხარეს შეუძლია ეს გააკეთოს, ისევე როგორც თანამედროვე ტექნოლოგიების პირობებში არსებობს შესაძლებობა, რომლითაც ასეთი ტიპის ჩაწერები ხორციელდება. ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, გამოძიება წარიმართოს ობიექტურად და ბრალეული პირი დაადგინოს", - განაცხადა მანანა კობახიძემ.