მიხეილ სააკაშვილის მიერ მეგის ქარდავას ღირსების ორდენებით დაჯილდოების ამსახველი ფოტოები, სოციალურ ქსელში უკვე გახდა განხილვის საგანი.
მიუხედავად იმისა, რომ ორდენით დაჯილდოების განკარგულებები სააკაშვილის პრეზიდენტობის დროინდელია, ფაქტს „ფეისბუქის" მომხმარებელთა უმრავლესობის მხრიდან უარყოფითი შეფასებები მოჰყვა.
„ასე დააჯილდოვა მიშამ მეგიზ ფიქჩერსი პორნოინდუსტრიაში გაწეული უდიდესი სამუშაოსთვის .... ამათი პათოლოგი დედა.... !",- ასე ეხმაურება სააკაშვილის მიერ მეგის ქარდავას ღვაწლის დაფასებას სოციალური ქსელის მომხმარებელი კოტე გორგოძე.
კიდევ ერთი „ფეისბუქ" მომხმარებელი ალექსანდრე გიორგაძე აღნიშნულ ფაქტს ცინიზმის ბოლო საფეხურს უწოდებს.
„ამათი სითავხედე წარმოუდგენელია, ხალხის წამებისთვის ჯილდოს აძლევდნენ პირველად მესმის!",-წერს „ფეისბუქ" მომხმარებელი რეზო ოქროპირიძე.
მომხმარებელთა უმრავლესობისთვის გაუგებარია, თუ რა საგმირო საქმეებისთვის დააჯილდოვა პრეზიდენტმა წამებაში ბრალდებული შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსანი, თუმცა ფაქტია, რომ ძებნაში მყოფი მეგის ქარდავა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის სიმპათიებს იმსახურებდა.
დღეს გავრცელებული ფოტოების თანახმად, საქართველოს პრეზიდენტმა მეგის ქარდავა, 2010 წლის 20 დეკემბერს ქვეყნის უსაფრთხოებისა და კონსტიტუციური წყობილების დაცვის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისათვის გორგასლის ორდენი, ხოლო 2012 წლის 19 მაისს, სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულების, მაღალი პროფესიონალიზმისა და ღირსეული სამსახურისთვის ღირსების ორდენი გადსცა.
შეგახსენებთ, რომ ძებნაში მყოფ მეგის ქარდავას, რომელიც პატიმარ სერგო თეთრაძის წამების ეპიზოდში გამართლდა, საქმის კიდევ ერთ ეპიზოდზე 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.