logo_geo
eng_logo
ლალი მოროშკინა: დარწმუნებული ვარ, უშიშროების სამსახური არავის უსმენს
- +

16 სექტემბერი. 2016. 15:45


 

„დარწმუნებული ვარ, თუ ვინმეს არ აწყობს მოსმენები და მსგავსი ფაქტები, ეს არის ხელისუფლება, უსაფრთხოების სამსახურები",- ამ სიტყვებით აფასებს „პატრიოტთა ალიანსის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლალი მოროშკინა პაატა ბურჭულაძეს და ნიკა გვარამიას შორის საუბრის აუდიოჩანაწერის გავრცელების ფაქტს. როგორც მოროშკინამ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მსგავსი ფაქტები არის „ნაციონალური მოძრაობის" მეთოდი, რომლითაც ქვეყანაში სიტუაციის არევა სურს.


„აუდიოჩანაწერების გავრცელება არის გზა, რომლითაც მიდის „ნაციონალური მოძრაობა" არევისკენ. დარწმუნებული ვარ, თუ ვინმეს არ აწყობს მოსმენები და მსგავსი ფაქტები, ეს არის ხელისუფლება, უსაფრთხოების სამსახურები. მათი წვლილი ამაში არ არის. როგორც წესი, ასეთ ჩანაწერს ავრცელებს ჩანაწერის რომელიმე მონაწილე - ან პაატა ბურჭულაძის გავრცელებულია, რომელსაც რეალურად უნდა ამ თამაშიდან გამოსვლა და სხვა გზა არ აქვს, ან ნიკა გვარამიას, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის" ნაწილია და არც არასდროს დაუმალავს. მიუხედავად იმისა, რომ წარმოვადგენ ოპოზიციას, დარწმუნებული ვარ, რომ უშიშროების სამსახური არ არის დაკავებული მოსმენებით, რადგან მათ უფრო რთული ამოცანა აქვთ.

 საქართველოში არის შემოსული საკმაოდ ბევრი ჯგუფი, რომელიც შეეცდება სიტუაციის არევას 8 ოქტომბრის შემდეგ, მანამდე კი მსგავს ჩანაწერებს გაავრცელებენ",- განაცხადა მოროშკინამ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner