logo_geo
eng_logo
დიმიტრი ხუნდაძე: ყველაზე მეტად მცხეთის მოსახლეობა უმუშევრობას უჩივის
- +

16 სექტემბერი. 2016. 15:45



საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა დიმიტრი ხუნდაძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე ქალაქ მცხეთის მოსახლეობის პრობლემებთან დაკავშირებით ისაუბრა. ხუნდაძის განცხადებით, ყველაზე დიდ პრობლემას წარმოადგენს უმუშევრობა, რომლის მოსაგვარებლადაც ხელისუფლება ბევრ სამუშაო ადგილს შესთავაზებს მცხეთის მოსახლეობას.



„ყველაზე მეტად მცხეთის მოსახლეობა უმუშევრობას უჩივის. უმუშევრობა არის ზოგადად მთელი მსოფლიოს და მათ შორის ჩვენი პრობლემაც. სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი, საავადმყოფო, რომლის რეაბილიტაციაც მიმდინარეობს და მალე გაიხსნება, კულტურის სახლი, მუზეუმი, საბავშვო ბაღები - ესენი არის დასაქმების ადგილები. ამ კვირებში ათასობით სამუშაო ადგილს შევთავაზებთ მცხეთელებს. ასევე სოფლის მეურნეობის კუთხით მიმდინარეობს ხნა-თესვის პროექტი. ბევრი საშუალებაა, რომ ადამიანებმა განახორციელონ მცირე ბიზნესი",- განაცხადა ხუნდაძემ. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner