logo_geo
eng_logo
დავით ნარმანია: ჩვენზე ღია ხელისუფლება ბოლო 10 წელია ქალაქს არ ჰყოლია
- +

16 სექტემბერი. 2016. 15:49



თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დღეს მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში ორწლიანი ანგარიშის პრეზენტაციის დასრულების შემდეგ კომენტარი გააკეთა პრეზენტაციის დაწყებამდე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით და „თავისუფალ ზონას" „ნაციონალური მოძრაობის" სატელიტი ორგანიზაცია უწოდა.



ჩვენზე ღია ხელისუფლება ბოლო 10 წელია ქალაქს არ ჰყოლია", - განაცხადა დედაქალაქის მერმა.



დავით ნარმანიას თქმით, „ნაციონალური მოძრაობის" სატელიტი ორგანიზაციები „საპროტესტო აქციებით და სხვა უხეში გამოხდომებით" ცდილობენ, საქმიანობაში ხელი შეუშალონ.



მინდა გითხრათ, რომ ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ მუშაობას, არ ვუგდებთ მათ ყურს, ვინაიდან მათი მთავარი ამოცანა არ არის საქმის კეთება და კონსტრუციული დიალოგი. ორგანიზაციასთან, ვინც არ უნდა იყოს, ჩვენ ვთანამშრომლობთ, ოღონდ ეს უნდა იყოს კონსტრუქციულ ფორმატში და არა ხელისშეშლის ფორმატში", - განაცხადა ნარმანიამ.



მისივე თქმით, „თავისუფალი ზონის" წარმომადგენლებს აინტერესებდათ, რატომ გაიმართა პრეზენტაცია მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში და არა დასმულ კითხვებზე პასუხი.


ჩვენ სადაც ჩავთვლით მიზანშეწონილად, იქ გავაკეთებთ პრეზენტაციას და არა ერთი პრეზენტაცია გაიმართება კიდევ აქაც, საკრებულოში, რაიონულ გამგეობებში, ასე რომ, ჩვენზე ღია ხელისუფლება ბოლო ათი წელია ქალაქს არ ჰყოლია", - განაცხადა დავით ნარმანიამ.



მერის ორწლიანი ანგარიშის დაწყებამდე საპრეზენტაციო დარბაზში ინციდენტი მოხდა. „თავისუფალი ზონის" წარმომადგენლები ცდილობდნენ, მერისგან მიეღოთ პასუხები იმ პრობლემებზე, რომელიც ქალაქშია დაგროვილი.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner