logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ მეტრეველი: „ნაციონალური მოძრაობა“ ქვეყანაში დესტაბილიზაციის კერებად უნივერსიტეტების ქცევას გეგმავს
- +

16 სექტემბერი. 2016. 16:00



თავისუფალ სტუდენტთა კავშირის თავმჯდომარის ნიკოლოზ მეტრეველის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა" ცდილობს, უნივერსიტეტები დესტაბილიზაციის კერად აქციოს.

 

„სანდო და უტყუარ ცნობებზე დაყრნდობით ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ მოსყიდვის, შანტაჟისა და დაშინების გზით „ნაციონალური მოძრაობა" ინტენსიურად ემზადება უმაღლეს სასწავლებლებში ე.წ. საპროტესტო ჯგუფების შექმნისთვის. ამ ჯგუფების ამოცანა იქნება სხვადასხვა საბაბით არჩევნების პერიოდში და განსაკუთრებით 8 ოქტომბერს და შემდეგ დღეებში საქართველოში ქაოსის და არეულობის შექმნა.

 

მოვუწოდებთ ყველა სტუდენტს, არ გახდნენ სააკაშვილის და მისი მომხრეების ხელში ბრმა იარაღი. ზოგიერთისთვის საპროტესტო აქციები თვითდამკვიდრების ხერხია, სტუდენტების  აბსოლუტური უმრავლესობისათვის კი უნივერსიტეტებში მრავალი ნაკლოვანების გამოსწორების ლეგიტიმური გზაა, მაგრამ გულწრფელი პროტესტი არ უნდა ვაქციოთ „ნაციონალური მოძრაობის" და სხვა პოლიტიკანების მიზნების შესრულების საშუალებად. ვაფრთხილებთ სააკაშვილს და მის ყველა თანამოაზრეს, მათ გეგმებს განხორციელება არ უწერიათ", - აცხადებს მეტრეველი.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner