logo_geo
eng_logo
თბილისში ჰაერის დაბინძურების მონიტორინგი უახლესი ავტომატური სადგურების საშუალებით განხორციელდება
- +

16 სექტემბერი. 2016. 16:00



იაპონიის მთავრობის დახმარებით, თბილისში ჰაერის დაბინძურების მონიტორინგი თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი უახლესი ავტომატური სადგურების საშუალებით განხორციელდება.



გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის  მინისტრი გიგლა აგულაშვილი, იაპონიის ელჩი საქართველოში ტოშიო კაიტანი და გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი იაპონელ სპეციალისტებთან ერთად ავტომატური სადგურის სამუშაო პროცესს გაეცნენ.



ავტომატური სადგურის საშუალებით  დამაბინძურებელი ნივთიერებების უწყვეტი 24-საათიანი ონლაინ მონიტორინგი განხორციელდება და მონაცემებს ავტომატურ რეჟიმში გარემოს ეროვნულ სააგენტოს გადაცემს.


ჰაერში განისაზღვრება ნახშირჟანგის (CO); აზოტის ჟანგეულების (NOX, NO, NO2); გოგირდის ორჟანგის (SO2); მიწისპირა ოზონისა (O3) და მტვრის სხვადასხვა ფრაქციის შემცველობა.


ჰაერის სადგურები  ვარკეთილში, ყაზბეგისა და წერეთელის გამზირებზეა განთავსებული,   აღნიშნული ტერიტორიები იაპონელ სპეციალისტებთან კონსულტაციების შედეგად შეირჩა.



გარემოს ეროვნული სააგენტო ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგის გაძლიერების მიზნით მრავალ ახალ ინიციატივას ახორციელებს, პარალელურად მიმდინარეობს ინდიკატორული გაზომვებიც.



თბილისის სხვადასხვა უბანში, დაახლოებით 100-მდე წერტილში ჰაერში სხვადასხვა დამაბინძურებლების კონცენტარცია განისაზღვრა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner