მიხეილ სააკაშვილმა, საქართველოს პრეზიდენტის რანგში, 2012 წელს მეგის ქარდავა ღირსების ორდენით დააჯილდოვა.
როგორც 2012 წლის 19 მაისის საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის №19/01/05 განკარგულებაშია აღნიშნული, ღირსების ორდენი მეგის ქარდავას, სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულების, მაღალი პროფესიონალიზმისა და ღირსეული სამსახურისთვის გადაეცა.
აღნიშნული დოკუმენტაცია ცოტა ხნის წინ სოციალური ქსელით გავრცელდა.
განკარგულების თანახმად, მოცემულ დროს მეგის ქარდავა საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსად მუშაობდა.
ამავე თემაზე იხილეთ:
გორგასლის მეორე ხარისხის ორდენი მეგის ქარდავას - სააკაშვილის ჯილდო
http://reportiori.ge/inside.php?menuid=3&id=2274