ავტორი ანა ნონიკაშვილი
პარტია „თამაზ მეჭიაური - ერთიანი საქართველოსთვის" ლიდერმა თამაზ მეჭიაურმა „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის შეთავაზებასთან დაკავშირებით, რომ პოლიტიკურმა ძალებმა არჩევნების უსაფრთხო გარემოში ჩატარებასთან დაკავშირებით მემორანდუმი გააფორმონ.
„მემორანდუმს მხარს დავუჭერ, თუ რაიმე პოზიტიურ შედეგს მოიტანს. მიმაჩნია, რომ კარგი იქნებოდა, ადმინისტრაციულ სტრუქტურებს, ადგილობრივ თვითმმართველობებს, ძალოვან სტრუქტურებს მისცენ დავალება, რომ მაქსიმალურად თავი შეიკავონ ყოველგვარი ჩარევისგან, გარდა იმ შემთხვევებისა, რომელიც აღკვეთავს კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს.
უნდა აღიკვეთოს პრინციპი, რომ მიზანი ამართლებს საშუალებას და დასაშვებია გამოყენებული იქნას თუნდაც ის მახინჯი ფორმები „ნაციონალური მოძრაობის", რომელიც მათ მიზანს აღწევინებთ. ასეთი პირები უნდა იქნან დასჯილი, თუ არა და, დესტაბილიზაციის საფრთხე, რომელიც არსებობს, შეიძლება განხორციელდეს",- განაცხადა მეჭიაურმა.