logo_geo
eng_logo
17 სექტემბერს თანამედროვე ხელოვნების მე-8 საერთაშორისო ფესტივალი „ფესტინოვა“ გაიხსნება
- +

16 სექტემბერი. 2016. 16:25



17 სექტემბერს, 17:30 საათზე, სოფელ გარიყულაში,  ძმებ ზდანევიჩების სახელობის თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის -  „ფესტინოვას" მეორე ნაწილი გაიხსნება. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს კულტურის პოპულარიზაციისა და რეგიონული პროგრამების სამმართველოს უფროსი ანა რიაბოშენკო დაესწრება.


თანამედროვე ხელოვნების მე-8 საერთაშორისო ფესტივალი, რომელიც წელს მთავრობის მიერ ინიცირებული მასშტაბური პროექტის  „Check In Georgia"-ს ფარგლებში იმართება,  8 ოქტომბრამდე ქართველი და უცხოელი ხელოვანების მიერ შექმნილ ნამუშევრებს წარადგენს.


 2009  წლის შემდეგ,  ფესტივალი  წელს უკვე  მერვედ ტარდება.  ქართველი არტისტების გარდა, ფორუმში მონაწილეობას მსოფელიოს ცხრა ქვეყნიდან შეკრებილი  ხელოვანი იღებენ.  ფესტივალის თემა  - „მომავალი მეხსიერება" 11 ნამუშევარს აერთიანებს, რომელიც თანამედროვე ხელოვნების სხვადასხვა ფორმატშია შექმნილი.  ამას გარდა, წლევანდელ ფესტივალზე,  2014 წელს დაწყებული პავილიონების პროგრამის ფარგლებში,  პირველი  გერმანული კონცეპტუალური პავილიონი გაიხსნება.


ფესტივალი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება. ფესტივალის სპონსორები არიან: „თიბისი ბანკი", „კაპაროლ ჯორჯია",  „Foundation for Contemporary Arts Emergency Grants", „არტარეა TV".   


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner