„107 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართი მუდმივ საკუთრებაში გადაეცემა", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, 2012 წლიდან დღემდე საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში 12 600 დევნილ ოჯახს გადაეცა.
როგორც კვირიკაშვილმა განმარტა, პროცესი გრძელდება და მომავალშიც გაგრძელდება.