logo_geo
eng_logo
107 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართი მუდმივ საკუთრებაში გადაეცემა
- +

16 სექტემბერი. 2016. 17:25



„107 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართი მუდმივ საკუთრებაში გადაეცემა", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.


პრემიერის თქმით, 2012 წლიდან დღემდე საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში 12 600 დევნილ ოჯახს გადაეცა.


როგორც კვირიკაშვილმა განმარტა, პროცესი გრძელდება და მომავალშიც გაგრძელდება.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner