logo_geo
eng_logo
ვლადიმერ პაპავა: არ მინდა ვიფიქრო, რომ განათლების მინისტრს ნერვებმა უღალატა
- +

12 მარტი. 2016. 21:48



„არ მინდა ვიფიქრო, რომ განათლების მინისტრს ნერვებმა უღალატა", - ასე გამოეხმაურა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ვლადიმერ პაპავა თამარ სანიკიძის განცხადებას, რომელიც მან უნივერსიტეტის მმართველობით ორგანოსთან დაკავშირებით გააკეთა.

 

„ძალიან კარგს აკეთებს, რომ მოდის განათლების მინისტრი, ჩვენ ძალიან კარგი, პარტნიორული ურთიერთობა გვაქვს, ეტყობა რაღაც გაუგებრობა იყო, ის განცხადება, რაც მოვისმინე. იმედი, მაქვს, რომ ნერვები არავის უღალატებს. ვგულისხმობ უნივერსიტეტის მმართველობითი ორგანოების არაეფექტიან საქმიანობაზე გაკეთებულ განცხადებას. ეს არის გაუგებრობა და არ მინდა ვიფიქრო, რომ განათლების მინისტრს ნერვებმა უღალატა", - განაცხადა პაპავამ.


რაც შეეხება სტუდენტებთან მინისტრის შეხვედრას, თსუ-ს რექტორის განცხადებით, უნივერსიტეტი განათლების სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირია და როდესაც უნივერსიტეტში ხდება ის, რაც დღეს ხდება, განათლების მინისტრის დაინტერესება, ბუნებრივია.


განათლების მინისტრი თსუ-ში იმ სტუდენტებს ხვდება, რომლებიც რამდენიმე დღეა აქციას მართავენ და კანცლერის თანამდებობაზე გიორგი გაფრინდაშვილის კანდიდატურას აპროტესტებენ.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner