„ქართული ოცნების" წევრი კახა კუჭავა "ნაციონალური მოძრაობის" წევრის მიხეილ მაჭავარიანის განცხადებასაც გამოეხმაურა, რომელმაც მთავრობის ეკონომიკური და საბიუჯეტო პოლიტიკა გააკრიტიკა და მმართველი გუნდი სახელმწიფო ვალის გაზრდაში დაადანაშაულა.
"რა კომენტარი უნდა გავაკეთო ამ უპასუხისმგებლო განცხადებაზე, ბატონი მიხეილი და ზოგადად, მისი პოლიტიკური ძალა საზღვრავს საგარეო ვალს ლარებში, რომ გაბეროს და პირიქით, შიდა პროდუქტს საზღვრავს დოლარებში, რომ შეამციროს მაქსიმალურად მოცულობები. ზოგადად, რა კომენატრი უნდა გავაკეთო იმ პოლიტიკურ ძალაზე, რომლის მმართველობის დროს სწორედაც 2005 წლიდან 2012 წლამდე გასამმაგდა საგარეო ვალი, რომლის გადახდასაც ახლა ჩვენ ვახორციელებთ უკვე წარმატებით", - აღნიშნა კუჭავამ.