logo_geo
eng_logo
პროექტი „მრავალფეროვანი საქართველო“ გრძელდება
- +

16 სექტემბერი. 2016. 18:10



საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერითა და „გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის ორგანიზებით, გრძელდება პროექტი „მრავალფეროვანი საქართველო".


17 სექტემბერს, 13:00 საათზე, ბოლნისში, კულტურის ცენტრში მწერლები გიორგი ლობჟანიძე, ოქტაი ქაზუმოვი და გურამ მეგრელიშვილი ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდებიან და საკუთარ შემოქმედებას გააცნობენ; საუბარი, ასევე შეეხება კულტურული დიალოგის გაღრმავების მნიშვნელობას. მწერლები მკითხველთან  ინტერაქციის რეჟიმში გამართავენ დიალოგს;


ღონისძიების ფარგლებში, ადგილობრივი ახალგაზრდა ხელოვანების მონაწილეობითა და მირზა ფატალი ახუნდოვის აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმის ჩართულობით, მოეწყობა სხვადასხვა სახის გამოფენა; დაგეგმილია, „ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის"  მიერ,  აზერბაიჯანულ და თურქულ ენებზე ნათარგმნი ქართველი მწერლების ნაწარმოებების პრეზენტაცია და ახალი მოკლემეტრაჟიანი  მხატვრული ფილმების  ჩვენება; ადგილობრივ სკოლებსა და ბიბლიოთეკებს საჩუქრად გადაეცემა სამინისტროს ხელშეწყობით გამოცემული წიგნები; ღონისძიებას მუსიკალურად გააფორმებს ბენდი ქიმერა და  ადგილობრივი მუსიკალური კოლექტივები.


პროექტი „მრავალფეროვანი საქართველო"  2016 წლის 23 აპრილიდან - 17 სექტემბრის ჩათვლით უკვე მეორედ   ხორციელდება; მისი მიზანია, საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობების ქვეყნის კულტურულ ცხოვრებაში ინტეგრირების ხელშეწყობა, ახალგაზრდების ინფორმირებულობისა და სახელოვნებო განათლების დონის ამაღლება, შემოქმედებითი უნარების განვითარება.






 

right_banner right_banner
არქივი
right_banner