logo_geo
eng_logo
გალერეა „იარტში“ თემო გოცაძის პერსონალური გამოფენა გაიმართა
- +

12 მარტი. 2016. 22:07



გალერეა „იარტი" თემო გოცაძის რეტროსპექტივას მასპინძლობს. მხატვრის პერსონალური გამოფენა საიუბილეოა. თემო გოცაძეს 25 მარტს 75 წელი უსრულდება. ექსპოზიციაზე წარმოდგენილია მხატვრის მიერ მე-20 საუკუნეში შესრულებული მასშტაბური ნამუშევრები. გამოფენა დაახლოებით ერთი თვის მანძილზე გაგრძელდება.


თემო გოცაძე სამხატვრო ასპარეზზე 60-იან წლებში გამოჩნდა და წლების მანძილზე მის ნამუშევრებში აისახებოდა როგორც მითოლოგიური, ისე ისტორიული და რელიგიური სიუჟეტები.


თემო გოცაძეს 1975 წელს უკანასკნელი დროის მხატვრულ ნამუშევრებში საქართველოს "კომკავშირის პრემია" მიენიჭა. იგი გასული საუკუნის 70-80-იან წლებში საქართველოს ტელევიზიის მთავარი მხატვარი გახლდათ.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner