logo_geo
eng_logo
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის პოსტზე ირაკლი ქადაგიშვილი დაინიშნა
- +

16 სექტემბერი. 2016. 19:31



საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მედიის წარმომადგენლებს დღეს კახეთის ახალი გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი წარუდგინა. მთავრობის მეთაურმა მას თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

 

„ბატონი ირაკლი საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი. ის იყო პირველი მოწვევის პარლამენტის წევრი, არჩეული  იყო თბილისის საკრებულოს წევრად, ასევე იყო კათალიკოს-პატრიარქის საქველმოქმედო ფონდის მენეჯერი. მინდა აღვნიშნო, რომ 2012 წელს კოალიცია „ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბში ირაკლი ქადაგიშვილი გახლდათ კახეთის მიმართულების კურატორი. მას აქვს სერიოზული გამოცდილება, არის უაღრესად წესიერი ადამიანი და დარწმუნებული ვარ, ბევრ წარმატებას მიაღწევს ჩვენს გუნდთან ერთად. მოხარული ვარ, რომ ასეთი ადამიანი იქნება ამ ძალიან მნიშვნელოვან  პოსტზე", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.


გიორგი კვირიკაშვილმა გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა კახეთის ყოფილ გუბერნატორს, ირაკლი შიოლაშვილს და მას საპარლამენტო არჩევნებში წარმატება უსურვა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner