logo_geo
eng_logo
თემო გოცაძის გამოფენა გალერეა „იარტში“ ერთი თვის მანძილზე გაგრძელდება
- +

12 მარტი. 2016. 22:09



გალერეა „იარტი" თემო გოცაძის რეტროსპექტივას მასპინძლობს. ექსპოზიციაზე წარმოდგენილია მხატვრის მიერ მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში შესრულებული მასშტაბური ნამუშევრები. გამოფენა დაახლოებით ერთი თვის მანძილზე გაგრძელდება.


როგორც „რეპორტიორთან" საუბარში თემო გოცაძემ განაცხადა, იგი ძალიან კმაყოფილია საგამოფენო სივრცით და არ წარმოედგინა, რომ ყველაფერი ასე კარგად გამოვიდოდა.

 

„გამოფენილია მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში შესრულებული ნაწარმოებები. ფაქტობრივად რეტრო გამოფენაა. ეს არის ნამუშევრები, რითიც დავიწყე და ვიცხოვრე აკადემიის დამთავრების შემდეგი პერიოდი. 2001 წელს მქონდა გამოფენა, სადაც ეს ყველაფერი ერთხელ უკვე გამოიფინა. ეს იყო 300 ნამუშევარი.

 

თემატიკა არის მრავალმხრივი. არის მითოლოგიური მოტივები, ისტორიული ოპუსები, რეალური სურათები, პასტორალური მოტივები და კიდევ სხვა.

 

გამოფენა დაახლოებით ერთი თვის მანძილზე გაგრძელდება. ძალიან კმაყოფილი ვარ. ეს ყველაფერი გალერეაში უკვე იყო გამოფენილი და ძალიან კარგი იყო. აქაც არანაკლებ კარგად გამოვიდა", - განაცხადა თემო გოცაძემ. 


 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner