logo_geo
eng_logo
ფილარმონიის წინ ანსამბლ „ქართული ხმების“ წევრის გია ჭირაქაძის ვარსკვლავი გაიხსნება
- +

16 სექტემბერი. 2016. 20:59



საქართველოს კულტურის პალატის ორგანიზებით 21 სექტემბერს, 20:00 საათზე ფილარმონიის წინ საზეიმოდ გაიხსნება დამსახურებული სახალხო არტისტის, ანსამბლ „ქართული ხმების"  დამფუძვნებელი წევრის, სახელმწიფო პრემიის ლაურეატის,  ღირსების ორდენის კავალერის, ყოფილი ტელეწამყვანის და პირველი ქართველი შოუმენის გია ჭირაქაძის ვარსკვლავი.


გია ჭირაქაძეს 21 სექტემბერს 79 წელი უსრულდება.


ვარსკვლავის გახსნის ცერემონიალამდე შემოქმედებითი-საიუბილეო კონცერტი გაიმართება, რომელსაც თავად იუბილარი გია ჭირაქაძე გაუძღვება.


კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ანსამბლი „ქართული ხმები"-ორი თაობა, ნანი ბრეგვაძე, ირმა სოხაძე, ნანული აბესაძე, ოთხი გია, თბილისური კვარტეტი, კონსერვატორიის სექსტეტი, თამრიკო ჭოხონელიძე, მაია ჯაბუა, ეკა მამალაძე, აჩიკო ნიჟარაძე, ნათია პერანიძე, მარიკო ებრალიძე, მაკა ზამბახიძე, დათო ნოზაძე, დავით მიზანიშვილი და მისი ბენდი.  


გია ჭირაქაძე წლების განმავლობაში იყო ანსამბლ „ქართული ხმების", შემდეგ უკვე ანსამბლ „დიელოს'' წევრი. 18 წელი იმუშავა ტელევიზიაში. მის სახელს უკავშირდება  შოუმენის კულტურის დამკვიდრება საქართველოში.  2014 წელს კი მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება.


ღონისძიება საქართველოს კულტურის სამინისტროსა და ქ. თბილისის მერიის მხარდაჭერით ტარდება.

 

 

 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner