logo_geo
eng_logo
საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოში სიტყვით გამოვიდა
- +

16 სექტემბერი. 2016. 21:10



ქ. ჟენევაში ვიზიტის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს სიტყვით მიმართა.


თავის გამოსვლაში მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა ამ ინსტიტუტის მნიშვნელობას და მის როლს ადამიანის უფლებების დაცვის საქმეში, განსაკუთრებით კი იმ ფონზე, როდესაც  საერთაშორისო თანამეგობრობის ერთიანი ძალისხმევის მიუხედავად, ადამიანის უფლებების სისტემატიური დარღვევა კვლავაც რჩება უდიდეს გამოწვევად.


დავით ზალკალიანმა ისაუბრა  საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ რთულ ვითარებაზე და განსაკუთრებით ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ  აღნიშნულ რეგიონებში არ ხორციელდება  საერთაშორისო მონიტორინგი, რაც მდგომარეობას კიდევ უფრო ართულებს.  ამ კონტექსტში მან გაერო-ს ადამიანის უფლებების საბჭოს შეახსენა გაერო-ს  ადამიანის უფლებათა კომისრის  2016 წლის 13 სექტემბრის  განცხადება, სადაც იგი საუბრობს საქართველოს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონებში გაერო-ს შესაბამისი ოფისის წარმომადგენლების დაშვების აუცილებლობაზე.


დავით ზალკალიანმა ადამიანის უფლებათა საბჭოს სხდომის მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია ადამიანის უფლებათა დაცვის მხრივ საქართველოში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე,  ისაუბრა ამ პროცესში სამოქალაქო საზოგადოების აქტიურ ჩართულობაზე. 


2016 წლის 14-16 სექტემბერს ქ. ჟენევაში ვიზიტის ფარგლებში  დავით ზალკალიანმა  17-მდე შეხვედრა გამართა ჟენევაში აკრედიტებულ სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან. 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner