დღეს, 16 სექტემბერს, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ვაკის (02 ოლქის) მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ბიძინა გეგიძე, ჭავჭავაძის #37 -ის მაცხოვრებლებს შეხვდა, თითოეული მოქალაქის პრობლემა მოისმინა და ისაუბრა სამომავლო გეგმებზე.
„მიყვარს ხალხთან ურთიერთობა და არასდროს მოგცემთ საშუალებას ძვირად სანახავი გავხდე", - განაცხადა ბიძინა გეგიძემ.