„ქართული ოცნების" წევრი ლევან კობერიძე გადაცემაში „20/30" რესპუბლიკური პარტიის შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ მათი ბოლოდროინდელი განცხადებები მასში გაოცებას იწვევს. კობერიძის თქმით, ნებისმიერი კონკურენციის დროს აუცილებელია ეთიკის ნორმების დაცვა და ურთიერთპატივისცემა.
„მესმის, რომ რესპუბლიკური პარტია ოპონირების რეჟიმში გადავიდა, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკური კომუნიკაციის სახე და ეთიკის ნორმები იყოს შენარჩუნებული. მათი მხრიდან ისეთი განცხადებები ისმის, სიმართლე გითხრათ მაოცებს, მათი კლასის პოლიტიკური გამოცდილების მქონე პარტიისაგან. მაგალითად, ერთი ასეთი განცხადება, რომ თუ ჩვენი წარმომადგენლები მოუგებენ ისინი წყალში გადახტებიან და ა.შ. ჩვენ მმართველი ძალა ვართ და ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიას სერიოზულად აღვიქვამთ და კონკურენციის დროს ურთიერთპატივისცემა ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან უცნაურია ის მეტამორფოზები, რომელსაც რესპუბლიკური პარტიის ლიდერები განიცდიან თანამდებობის დატოვების შემდეგ", - განაცხადა ლევან კობერიძემ.