logo_geo
eng_logo
ლევან კობერიძე: ბურჭულაძე-გვარამიას საუბრის ჩანაწერის გავრცელება მმართველი გუნდის ინტერესი არ იყო
- +

16 სექტემბერი. 2016. 22:51



„ქართული ოცნების" წევრი ლევან კობერიძე ტელეკომპანია „GDS"-ის გადაცემაში „20/30" ნიკა გვარამიას და პაატა ბურჭულაძის საუბრის აუდიოჩანაწერს ეხმაურება. მისი თქმით, ამ ჩანაწერის გავრცელება არანაირად არ შედიოდა მმართველი გუნდის ინტერესში და დასძენს, რომ მისი აზრით, პაატა ბურჭულაძის გაერთიანება არის „ნაციონალური მოძრაობა".

 

„პირველ რიგში, მოდით ვთქვათ, ვის ინტერესში არ შედიოდა. არ შედიოდა საზოგადოების ინტერესში და არ შედიოდა მმართველი გუნდის ინტერესში იმდენად, რამდენადაც მსგავსი ტიპის ჩანაწერები იწვევს დაძაბულობას მითუმეტეს წინასაარჩევნო პერიოდში.

 

მე ამ გაერთიანებაზე ადრეც გავაკეთე განცხადება და ახლაც გავიმეორებ, რომ „ნაციონალური მოძრაობა" არის „ნაციონალური მოძრაობა", შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება. ამიტომ ჩემთვის, აღარ შევალ დეტალებში იქ რა საუბარი იყო და რა ხდებდა, ეს ფორმულა ფორმულად რჩება და ვფიქრობ, რომ პაატა ბურჭულაძის გაერთიანება არის „ნაციონალური მოძრაობა", - განაცხადა ლევან კობერიძემ.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner