„ჩვენი უფლებებისთვის" თავმჯდომარე დავით ლილუაშვილი „რესპუბლიკელ" ლევან ბერძენიშვილის განცხადებას, სადაც პოლიტიკოსმა განაცხადა, რომ თუ ზაზა ხუციშვილი დაამარცხებს, მაშინ თავს მდინარეს მისცემს სოციალურ ქსელში ეხმაურება:
„სუიციდი უკვე მოდაშია?! ეხლა ლევან ბერძენიშვილმა განაცხადა - თუ არჩევნები წავაგე, მდინარეს მივცემ თავსო... მასობრივი ფსიქოზი სახეზეა... ლეო პაპა, არ გინდა რა ეს პოლიტშანტაჟი!!!" - წერს დავით ლილუაშვილი სოციალურ ქსელში.