ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე ლევან ვარშალომიძის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება. შეგახსენებთ, რომ ლევან ვარშალომიძე ამბობს „ქართველი და თურქი ხალხი არის, ერთი ხალხი ორ სახელმწიფოში".
„ქართველი თურქია, ხომ? თურქი - ქართველი?!
ასეა! გარეწრებს სხვა აზრი არ მოსდით თავში, - ესენი ნაღდად უნდა „მოაბრუნო" - „იბერიას გააბრწყინებენ... აბრწყინებდნენ, მაგრამ რაღაც „გაუგებრობა" მოხდა!!!"
მაგრამ... „პრობლემა" ჩნდება: ჩვენს ევროპელობას რა ვუყოთ, ჰა?!
აკი, ქართველი ვარო და, მაშასადამე ევროპელიო?!
მოკლედ, აერია რამსები ქართველს... ასეა ყოველთვის, როცა ხალხის უმრავლესობა საკუთარი ოჯახის და საკუთარი შვილების მომავალს ფეხებზე იკიდებს და სხვის ხელს შემყურე და სხვისი ჟინიანი მოიმედე და პარალელურად არაფრის გამგონე, აგრესიული და ბოროტი ხდება,უკლებლივ ყველა გვერდით მდგომი მტერი რომ ჰგონია, ვინც მასავით გონებადამთხვეული არაა!" - წერს სოციალურ ქსელშიდემურ გიორხელიძე.