„ჯორჯიან თაიმსის" დამფუძნებელი მალხაზ გულაშვილი „TV-პირველის" გადაცემაში ნიკა გვარამიასა და პაატა ბურჭულაძის საუბრის აუდიოჩანაწერზე საუბრობს და ამბობს, რომ ამ ჩანაწერის გავრცელება მხოლოდ და მხოლოდ გვარამიას ინტერესებში იყო.
„ამ ჩანაწერის გავრცელება მხოლოდ და მხოლოდ გვარამიას ინტერესებში შეიძლება ყოფილიყო, გამომდინარე იქიდან, რომ მას უნდა დაეფიქსირებინა, თუ როგორ აკონტროლებს „ნაციონალური მოძრაობა" პაატა ბურჭულაძეს, რომელსაც შეეძლო საკმაოდ კარგად წაერთმია ხმები „ნაციონალური მოძრაობისთვის". დარწმუნებული ვარ, რომ ეს ინფორმაცია, თვითონ ჩანაწერი, გვარამიას კაბინეტიდან არის გავრცელებული. ბურჭულაძე რომ ამას არ ჩაწერდა, ფაქტია, და ხელისუფლებას რაში უნდა სჭირდებოდეს ბურჭულაძის და გვარამიას საქმიანობის წარმოჩენა ვერ ვხვდები. ფაქტი სახეზეა, რომ გვარამიამ ამით უფრო მეტი ქულა დაიწერა ოდესის გუბერნატორთან და წარმოაჩინა თავისი თავი, როგორც ყოვლისშემძლე „მაგდუ", რომელსაც შეუძლია, რომ „აკაჩაოს" მთელი რიგი პოლიტიკური პარტიების ლიდერები და ამით, ბურჭულაძეს საბოლოოდ მოუთავა ხელი. ჯერ ბურჭულაძემ შექმნა პარტია, რომელიც მარტივ მამრავლებად დაეშალა და შემდეგ უკვე პრობლემა წარმოიშვა ბლოკთან დაკავშირებით, გამომდინარე იქიდან, რომ აუდიოჩანაწერში ლაპარაკი მიუთითებს მხოლოდ და მხოლოდ იმაზე, რომ ბლოკიც შეიძლება დაიშალოს, თუ ასეთი დამთმობი იქნება ბურჭულაძე „ნაციონალურ მოძრაობასთან" და კერძოდ, ოდესის დირექტივასთან", - განაცხადა მალხაზ გულაშვილმა.