logo_geo
eng_logo
ნონა ფილაური: ნიკა გვარამია ყოველთვის კარგად ახერხებდა საზოგადოების შეცდომაში შეყვანას
- +

17 სექტემბერი. 2016. 02:18



„პატრიოტთა ალიანსი - გაერთიანებული ოპოზიციის" მაჟორიტარობის კანდიდატი ნონა ფილაური ტელეკომპანია „TV-პირველი"-ს გადაცემაში გვარამია-ბურჭულაძის საუბრის აუდიოჩანაწერს ეხმაურება. მისი თქმით, ნიკა გვარამია ყოველთვის კარგად ახერხებდა საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და ახლაც კარგად გამოსდის.


„ნიკა გვარამია, როგორც ყოფილ ადვოკატს, ყოველთვის მახსენდება მთავარი პროკურორის რანგში. ეს არის ადამიანი, რომელმაც ძალიან კარგად იცის მოსმენების ფასი, ძალიან კარგად იცის საზოგადოებაზე ზემოქმედების ფასი. გვახსოვს მისი ინტერვიუები, მისი ფილმები და ახლაც თუ მოვუსმენთ მის ჩანაწერს, სადაც ის პაატა ბურჭულაძეს თითს უქნევს, მრჩება შთაბეჭდილება, რომ მან მართლაც ეფექტურად მოახდინა საზოგადოების ყურადღების გადატანა. არ ვიცი რისი ეშინია ნიკა გვარამიას, ალბათ თავისი წარსულის. თუ ჩანაწერის შინაარსს მოვუსმენთ, შემიძლია ვთქვა, რომ შეიძლება კონკრეტულად ნიკა გვარამიას ინტერესებში იყო ამ ჩანაწერის გავრცელება. ეს ადამიანი სერიოზულ ამბიციებში გვევლინება. ის, როგორც პროკურორი საკმაოდ კარგად ახერხებდა საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, უკანონო პატიმრობების წაყენებას, უკანონო ბრალდებებს. ახლა ის არის ტელეკომპანიის დირექტორი და საკმაოდ კარგი პიარი იცის და კარგად ახერხებს ამ ყველაფერს. აქედან გამომდინარე არ არის გამორიცხული, რომ ეს მის ინტერესში შედიოდეს", - განაცხადა ნონა ფილაურმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner