პარტია „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს" გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა დავით სონღულაშვილმა მორიგი შეხვედრები კაჭრეთის მოსახლეობასთან გამართა.
შეხვედრებმა კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩაიარა. კანდიდატმა ამომრჩეველს „ქართული ოცნების" სამოქმედო გეგმა გააცნო. შეხვედრებზე საუბარი შეეხო ინფრასტრუქტურულ და დასაქმების პროგრამებს.
დავით სონღულაშვილი ქალაქ გურჯაანში მდებარე კლინიკა „კახეთი-იონშიც" იმყოფებოდა, სადაც C ჰეპატიტზე ადგილობრივ მოსახლეობას უფასო გამოკვლევები ჩაუტარდა.
„მნიშვნელოვანია ასეთი ტიპის აქციები რეგიონში მცხოვრები მოსახლეობისთვის. გამოკვლევების ჩატარება საკმაოდ ძვირი ჯდება. ხელისუფლების ძალისხმევის შედეგად, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა, რომლის ღირებულებაც 20 მილიარდზე მეტია, საქართველომ საჩუქრად მიიღო. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ჯანდაცვის მინისტრს დავით სერგეენკოს, რომლის დამსახურებაცაა ამ პროექტის განხორციელება", - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.