„ქართული ოცნების" მაჟორტარობის კანდიდატი ლევან კობერიძე მუხიანი 2-ის მცხოვრებლებს შეხვდა.
შეხვედრაზე მუხიანი-გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატმა ამომრჩევლებს საკუთარი და გუნდის გეგმები გააცნო.
„ჩვენ რეალურად ვზრუნავთ ჩვენს მოქალაქეებზე. დღეს გამოცხადდა „ფრაზერის ინსტიტუტის" მონაცემები, რომლის თანახმადაც, საქართველო ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის მიხედვით, მსოფლიოში მე-5 ადგილზეა. შედარებისათვის, 2012 წელს ჩვენი 53-ე ადგილზე ვიყავით",- აღნიშნა კობერიძემ. მისივე თქმით, ეს წარმატება არის „ქართული ოცნების" გუნდის და თითოეული მოქალაქის უდიდესი მიღწევა.
„ეს არის ქვეყნის სიძლიერე, რომელსაც ჩვენ ერთად ჩავუყარეთ საფუძველი. ეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი სწრაფი განვითარებისკენ, რომლის დახმარებითაც ჩვენ უნდა მივაღწიოთ კეთილდღეობას თითოეულ ოჯახში",-აღნიშნა ლევან კობერიძემ.