logo_geo
eng_logo
გრიგოლ ლილუაშვილმა და არჩილ თალაკვაძემ ვანელ ახალგაზრდებს „ქართული ოცნების“ გეგმები გააცნეს
- +

17 სექტემბერი. 2016. 11:19



„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს ვანისა და ხონის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გრიგოლ ლილუაშვილი ვანში ახალგაზრდებს შეხვდა. შეხვედრის მონაწილეებმა ვანის მუნიციპალიტეტთან დაკავშირებულ პროექტებზე ისაუბრეს. ახალგაზრდებთან გამართულ შეხვედრას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი არჩილ თალაკვაძე დაესწრო. მან მმართველი პარტიის ახალ გუნდზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ ადამიანების გამარჯვებით ქვეყანა განვითარების გაგრძელებას შეძლებს.


„დღეს ახალგაზრდა, გამოცდილი ადამიანები შემოდიან საჯარო პოლიტიკაში. ყველა მათგანს აქვს საქმის კეთების უდიდესი გამოცდილება. ამ კვალიფიციურ ადამიანებს შორის გრიგოლ ლილუაშვილი ერთ-ერთია", - განაცხადა „ქართული  ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ვანში, ახალგაზრდებთან გამართულ შეხვედრაზე.


 ახალგაზრდებთან შეხვედრის შემდეგ, გრიგოლ ლილუაშვილმა და არჩილ თალკავაძემ ვანის არქეოლოგიურ მუზეუმში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner