logo_geo
eng_logo
ევროკავშირის ლიდერები 6 თვეში ევროკავშირის განვითარების დეტალურ გეგმას წარადგენენ
- +

17 სექტემბერი. 2016. 11:21


 

ბრატისლავაში გამართულ არაფორმალურ სამიტზე ევროკავშირის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ 6 თვეში ევროკავშირის განვითარების დეტალურ გეგმას წარადგენენ.


„ბრატისლავაში შევთანხმდით, რომ უახლოეს თვეებში ჩვენს მოქალაქეებს ევროკავშირის მიმზიდველი მოდელის შესახებ ჩვენს ხედვას გავაცნობთ, რომელსაც შეუძლიათ ენდონ და მხარი დაუჭირონ", - ნათქვამია სამიტის შემდეგ მიღებულ კომუნიკეში.


აღნიშნულ გეგმას წარადგენენ მომავალი წლის მარტში, რომში დაგეგმილ ევროკავშირის სამიტზე.


„მიუხედავად იმისა, რომ ერთმა ქვეყანამ ჩვენი რიგების დატოვება გადაწყვიტა, ევროკავშირს ჩვენთვის ალტერნატივა არა აქვს", - აღნიშნულია დეკლარაციაში.


ანგელა მერკელის განცხადებით, გეგმაში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლას და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებას.


ევროკავშირის სამიტი დიდი ბრიტანეთის გარეშე პირველად  ჩატარდა.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner