logo_geo
eng_logo
პეტრო პოროშენკო მოსკოვს მოთხოვნებს უყენებს
- +

17 სექტემბერი. 2016. 11:41



უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო მოსკოვს მოთხოვნებს უყენებს. როგორც პოროშენკომ იალტის ევროპული სტრატეგიის შეხვედრაზე განაცხადა, თუ რუსეთი ამ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს, უკრაინა მინსკის შეთანხმებებს არ შეასრულებს. უკრაინის ლიდერის თქმით, საჭიროა „საგზაო რუკა", სადაც თანმიმდევრულად იქნება ჩამოთვლილი ნაბიჯები.



„რუსეთმა უნდა უზრუნველყოს მუდმივი სამშვიდობო რეჟიმი დონბასში; უნდა შეწყვიტოს უკრაინის ტერიტორიაზე მძიმე არტილერიის, ტანკების, რეგულარული ჯარის გაგზავნა; უნდა უზრუნველყოს ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის დაუბრკოლებელი მუშაობა დონბასისა და ყირიმის ტერიტორიაზე, ასევე უკრაინა-რუსეთის საზღვრის დროებით არაკონტროლირებად ნაწილზე", - განაცხადა პოროშენკომ.

 

„კიდევ ერთხელ ვიმეორებ. ჩვენ ერთხელ უკვე მივუშვირეთ მეორე ლოყა და შედეგად ძლივს დავრჩით ცოცხლები. კმარა. ჩვენი მხრიდან აღარ გადაიდგმება ნაბიჯები, ვიდრე რუსული მხარე არ შეასრულებს თავის ვალდებულებებს", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა და  მოსკოვს პოლიტპატიმრების გათავისუფლებისკენ მოუწოდა.


იალტის ევროპული სტრატეგია ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენციაა, რომელშიც უკრაინელი და უცხოეული პოლიტიკოსები და ბიზნესმენები მონაწილეობენ. 2004-დან 2014 წლამდე ღონისძიება იალტაში იმართებოდა. რუსეთის მიერ ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსიის შემდეგ კი ყოველწლიური შეხვედრები კიევში ტარდება.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner