როგორც დასავლურიპრესა იუწყება, 23 წლის ნადია მურად ბასი ტაჰა იმ ადამიანების უფლებებს დაიცავს, რომლებიც ტრეფიკინგის შედეგად დაზარალდნენ.
ოფიციალური ცერემონია ნიუ-იორკში, გაერო-ს შტაბბინაში გაიმართა და მას გაერო-ს გენერალური მდივანი ბან კი მუნი ესწრებოდა.
როგორც დასავლური მედია აღნიშნავს, ამ თანამდებობაზე პირველად დაინიშნა ადამიანი, რომელიც თავად გახდა მონობის მსხვერპლი.
ნადია მურად ბასი ტაჰას ისტორია პირველად 2015 წელს გახდა ცნობილი. ის ერაყელი იეზიდია, რომელიც დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს" წევრებმა მძევლად აიყვანეს. 23 წლის ნადიამ სექსუალურ მონობაში რამდენიმე თვე გაატარა, შემდეგ კი გაქცევა მოახერხა.