logo_geo
eng_logo
სივრცითი მოწყობის პროექტი
- +

17 სექტემბერი. 2016. 12:00



საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სივრცითი მოწყობის პროექტის შესახებ:


 „ყველა ამ პროექტის შედეგად, საქართველო თანდათან ემსგავსება დაახლოებით გულს, რომელიც სრულად არის აღჭურვილი კორონარული არტერიებით, რომელიც მთლიანად კვებავს იმ ორგანიზმს, რომელსაც ჰქვია საქართველო, მის ყველა რეგიონს თანაბრად მიეწოდება სისხლი, ჟანგბადი და ყველა რეგიონის სუნთქვა ხდება აბსოლუტურად გამართული. ეს არის უმნიშვნელოვანესი პროექტი, ვინაიდან იგი თვისობრივად, ხარისხობრივად, ფიზიკურად ცვლის საქართველოს, მისი რეგიონების ცხოვრების ხარისხს და ზეგავლენა ექნება თითოეული ადამიანის კეთილდღეობაზე.

 

ახალი გზები, ხიდები, გვირაბები შექმნიან ერთიან ჩონჩხს, რომელიც გააერთიანებს და შეკრავს ყველა რეგიონს. გახდის მგზავრობას უფრო უსაფრთხოს, რაც უმნიშვნელოვანესია, სწრაფს, ადვილს. გაიზრდება ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების ხარისხი, მათთვის უფრო ადვილი გახდება გადაადგილება, ასევე ხელმისაწვდომი გახდება ყველა ძირითადი სიცოცხლისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურა.

 

მთლიანობაში, 2020 წლის ჩათვლით, დაგეგმილია 1000 კმ-მდე საავტომობილო გზის მშენებლობა-რეკონსტრუქცია, რომლის სავარაუდო ღირებულება დაახლოებით 3,5 მილიარდი დოლარია, ხოლო მათ შორის იგეგმება 550 კმ ავტომაგისტრალის მშენებლობა. შედარებისთვის, 2013-2015 წლებში აშენდა 84 კმ ჩქაროსნული ავტომაგისტრალი, 2006-2012 წლებში - 68 კმ ჩქაროსნული ავტომაგისტრალი.

 

 

შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი მომავალი თაობებისთვის მთელი საუკუნის სამყოფ ინფრასტრუქტურას ვაშენებთ, რაც ვფიქრობთ, ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სატრანზიტო პოტენციალის, არამედ ყველა მიმართულებით ქვეყნის განვითარებისთვის", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.


ქვეყნის სივრცითი მოწყობის პროექტის პრეზენტაცია ვრცლად იხილეთ: http://gov.ge/s/8e231


 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner