logo_geo
eng_logo
ალექსანდრე ჯეჯელავა: ძალიან გამიხარდებოდა, თუ თსუ-ს გია შარვაშიძის მსგავსი რექტორი ეყოლებოდა
- +

17 სექტემბერი. 2016. 12:14

 

 

ჟურნალისტებს განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ თსუ-ს რექტორობის ერთ-ერთი კანდიდატის გია შარვაშიძის შესახებ კითხვაზე განუცხადა, რომ გია შარვაშიძე ერთ-ერთი საუკეთესო მენეჯერია.

 

 

„ჩვენ ის ხალხი ვართ, რომელიც ყველა არჩევნებს სერიოზულად განიხილავს. ვისაც ვინ მოსწონს, იმას მისცემს ხმას, თუმცა ძალიან გამიხარდებოდა, თუ თსუ-ს შარვაშიძის მსგავსი რექტორი ეყოლებოდა",- აღნიშნა ჯეჯლავამ.

 

მისივე თქმით, რაც უფრო ძლიერი რექტორი ეყოლება უნივერსიტეტს, მით უფრო რთული იქნება მის საქმეში ჩარევა.

 

„ამას სჭირდება სწორედ შარვაშიძის დონის მენეჯერი",- აღნიშნა განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner