logo_geo
eng_logo
ბესარიონ გუგუშვილი: ნაცხროვის ლიდერი მიშა - დსთ-ის ქვეყნის მოქალაქე ყოფილა
- +

17 სექტემბერი. 2016. 12:21


 

„უკრაინა დღემდე დსთ-ის წევრი ყოფილა... ანუ - ნაცხროვის ლიდერი მიშა - დსთ-ის ქვეყნის მოქალაქეა... უკრაინა თან ევროკავშირშია და თან დსთ-ში - ჰოი საოცრებავ..." - ამის შესახებ სოციალურ ქსელში  ზვიად გამსახურდიას მთავრობის  პრემიერ-მინისტრი ბესარიონ გუგუშვილი წერს და აქვე ria.ru-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას აქვეყნებს.


https://ria.ru/politics/20160916/1477152058.html



"რეპორტიორი" ასევე გთავაზობთ ria.ru-ს მიერ გავრცელებული მასალის თარგმანს:


 

 

„უკრაინა დსთ-ში  რუსეთის თავმჯდომარეობას არ დაუშვებს“

 

 

2017 წლის 1 იანვრიდან რუსეთი დსთ-ს თავმჯდომარე ხდება.

 

„ნება  მიბოძეთ, უკრაინის დელეგაციის სახელით დღის წესრიგის ორ საკითხზე შენიშვნა გავაკეთო. კერძოდ, რუსეთის ფედერაციისთვის თავმჯდომარეობის გადაცემის შესახებ. იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საერთაშორისო სამართლის ნორმა, უკრაინის ტერიტორიის ნაწილის ანექსია მოახდინა და ქვეყნის აღმოსავლეთ რეგიონში ხელს უწყობს ვითარების ესკალაციას, უკრაინისთვის მიუღებელია თავმჯდომარის პოსტის რუსეთისთვის გადაცემა“ - განაცხადა უკრაინის ელჩმა ნიკოლაი დოროშენკომ დსთ-ს გაფართოებულ სმაიტზე.

 

ელჩის მეორე შენიშვნა ეხებოდა 2020 წლისთვის დსთ-ს ქვეყნების მოსახლეობის საყოველთაო აღწერას. უკრაინა მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს მონაწილეობას ამ აქციაში, თუ რუსეთი ყირიმის მოსახლეობას უკრაინის მოქალაქეებად ჩათვლის.

 

ბიშკეკი, 16 სექტემბერი - „რია ნოვოსტი“

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner