არსებული ინფორმაციით, არასრულწლოვანი სოფელ ბერშუეთთან დააკავეს.
ბერშუეთში მოზარდი ზემო სობისიდან სკოლაში დადიოდა. ოჯახმა მოზარდთან დაკავშირება მას შემდეგ სცადა, რაც ბავშვმა სასწავლებლიდან დაბრუნება დააგვიანა, ტელეფონს კი რუსმა ძალოვანებმა უპასუხეს.
მათი ინფორმაციით, ჯონი ჩოჩიშვილი წინაგარაში რუსულ ბაზაზე გადაიყვანეს.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში „პირველს" განუცხადეს, რომ არასრულწლოვანი ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს.
უწყებაში სხვა დეტალებზე არ საუბრობენ.