logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დროულად მოხდეს ჯონი გოგიჩაშვილის გათავისუფლება
- +

17 სექტემბერი. 2016. 13:07



„ქართული ოცნების" გენერალური მდივნი კახა კალაძე ე.წ. მესაზღვრეების მიერ 17 წლის ჯონი გოგიჩაშვილი დააკავებას  გამოეხმაურა. როგორც  კალაძემ  ჟურნალისტებს განუცხადა, ყველა შესაბამისი უწყება ჩაერთვება დაკავებულის გასათავისუფლებლად.


„ყველა შესაბამისი უწყება ჩაერთვება და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დროულად მოხდეს დაკავებულის გათავისუფლება", - განაცხადა კახა კალაძემ.


ე.წ. მესაზღვრეებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სობისის მცხოვრები არასრულწლოვანი, 17 წლის ჯონი გოგიჩაშვილი დააკავეს.


არსებული ინფორმაციით, დაკავებული ცხინვალის მილიციის წინასწარი პატიმრობის იზოლატორშია გადაყვანილი.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner