პარტია „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს" ლიდერმა გოგი თოფაძემ „რეპორტიორთან" ისაუბრა პრემიერ-მინისტრის ინიციატივაზე, რომ პოლიტიკურმა ძალებმა არჩევნების უსაფრთხო გარემოში ჩატარებასთან დაკავშირებით მემორანდუმი გააფორმონ. თოფაძე თვლის, რომ პრემიერ-მინისტრის განცხადება დროული იყო, რადგან მან იგრძნო, რომ ზოგიერთ პოლიტიკურ ძალას ქვეყანაში სიტუაციის არევა უნდა.
„პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა იგრძნო, რომ ზოგიერთი პოლიტიკური ძალა ქვეყანაში სიტუაციის არევას და პროვოკაციებს აპირებს და აქედან გამომდინარე გამოვიდა ინიციატივით, რომ კონტრაქციები არ ჩავატაროთ.
მუქარა და სიტუაციიის არევა დიდ პრობლემას შეუქმნის ქვეყანას. პრემიერ-მინისტრის განცხადება დროული იყო", - აღნიშნა გოგი თოფაძემ.