logo_geo
eng_logo
ჟანრი ლოლაშვილი: თემო გოცაძის შემოქმედება ქართულ სახვით ხელოვნებაში დიდი გარღვევაა
- +

12 მარტი. 2016. 22:44



ეს არის დიდი გარღვევა ქართულ სახვით ხელოვნებაში", - ასე აფასებს მსახიობი ჟანრი ლოლაშვილი მხატვარ თემო გოცაძის შემოქმედებას. აღნიშნულზე ლოლაშვილი „რეპორტიორს" თემო გოცაძის პერსონალურ გამოფენაზე ესაუბრა და მხატვარს დღევანდელი დღე მიულოცა.


„ჩვენ იმ პერიოდიდან ვართ ერთად, როდესაც წლიან ქილაში ინახებოდა კარაქი. ბედნიერებაა, რომ ეს ყველაფერი ჩემ თვალწინ არის გაკეთებული. აღარ შეიძლება ამ ხნის კაცზე ვთქვათ, რომ არის ნიჭიერი. ნიჭიერი კი არა მაესტროა უკვე, ჩამოყალიბებული მხატვარია. დროის ფაქტორი უფლებას აძლევს, რომ ამაყი იყოს და მეც ამაყი ვარ დღევანდელი დღით. თითოეული ნახატი ისე მოქმედებს ჩემზე, თითქოს ჟანგბადი მომიმატესო. ბედნიერი ვხდები, როდესაც ამ ყველაფერს ვუყურებ. არაჩვეულებრივი ფერწერაა. თავად პიროვნება გახლავთ ლიდერი. საქართველოში მიმდინარე ყველა პროცესზე თავისი ხმამაღალი სიტყვა აქვს ნათქვამი და ეს სიტყვა ყოველთვის ნამდვილი აღმოჩნდებოდა ხოლმე. დღევანდელ დღეს ვულოცავ მას. ეს არ არის ჩვეულებრივი ამბავი. ეს არის დიდი გარღვევა ქართულ სახვით ხელოვნებაში", - განაცხადა ჟანრი ლოლაშვილმა.

 

ცნობისთვის, გალერეა „იარტში" თემო გოცაძის პერსონალური გამოფენა გაიმართა.  ექსპოზიციაზე წარმოდგენილია მხატვრის მიერ მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში შესრულებული მასშტაბური ნამუშევრები. გამოფენა დაახლოებით ერთი თვის მანძილზე გაგრძელდება.


 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner