„ო, როგორ მინდა, 8 ოქტომბერს, 2016 წელს, ნაცისტებმა რაც ჩაიფიქრეს, ის განახორციელონ! სროლა, სისხლის ღვრა, ქართველების ჟლეტა, მოკლედ, რასაც ცხრა წლის მანძილზე სჩადიოდნენ - სწორედ რომ ის!" - ამის შესახებ სოციალურ ქსელში რეჟისორი რობერტ სტურუა წერს.
„Hitler-Ludendorff-Putsch
1923 წელს, 8-9 ნოემბერს, მიუნხენში, უზარმაზარ ლუდხანაში, „ბიურგერბრაუკელლერში" ადოლფ ჰიტლერმა, 3 000 ზონდერის თანხლებით, ლუდის კათხა იატაკზე დაანარცხა, შუა დარბზში მაგიდაზე ახტა, ჭერში ისროლა და შესძახა:
„ნაცისტური რევოლუცია დაიწყო"
მაგრამ Pshik!
ციხეში ჩააყუდეს ჩვენი ფიურერი!
Sake-Boke-Puzzi
ადოლფისნაირ გმირობას ვერ ჩაიდენენ ჩვენი ბელადები - დაკითხვაზე, ციხეში - კი ბატონო, აი, მათი ვაჟკაცობის ასპარეზი!
მაგრამ ძალიან მინდა, რომ საშინელება ჩაიდინონ, გულუბრყვილო ქართველი და გაკახპებული ევროპა იქნებ მიხვდეს, რა სისხლიანი დემოკრატია შექმნეს უზნეო რეფორმატორებმა!
ნუ გიკვირთ, ევროპას ასე რომ ვახსენებ:
აგერ ევროკავშირის მთლად პირველი კაცი, ჟოზე მანუელ ბაროზუ ბანკებთან შეკრული ყოფილა. ეტყობა პორტუგალიელებსაც, ქართველების არ იყოს, უყვართ მაყუთი. ჰოდა, ჟოზეს დიდ სამუდამო პენსიას უხსნიან!" - წერს რობერტ სტურუა.