logo_geo
eng_logo
პეტრე მამრაძე: სავსებით შესაძლებელია, ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესი ზაფხულში დასრულდეს
- +

12 მარტი. 2016. 22:58



„სავსებით შესაძლებელია, რომ ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესი ზაფხულის მიწურულს დასრულდეს. ეს პროცესი უდავოდ დადებითია", - ამის შესახებ „მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის" ხელმძღვანელი პეტრე მამრაძე საუბრობს. როგორც მამრაძე „რეპორტიორთან" საუბარში აღნიშნავს, მისასალმებელია, რომ პრემიერ-მინისტრმა ვიზა-ლიბერალიზაციის მნიშვნელობა საზოგადოებას საქმიანად განუმარტა და არ დაკავდა უპასუხისმგებლო პროპაგანდით.

 

„მინდა, მნიშვნელოვან საკითხზე გავამახვილო ყურადღება, გიორგი კვირიკაშვილი მაშინ ჯერ კიდევ საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, როცა ნაცვლად უპასუხისმგებლო პროპაგანდისა, საქმიანად განუმარტა მოსახლეობას, თუ რაში მდგომარეობს ვიზა-ლიბერალიზაცია. კვირიკაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ეს არ იძლევა ევროპაში მუშაობისა და სწავლის უფლებას. მაგრამ ვისაც ფული აქვს და საშუალება, შეუძლია 180 დღიდან ნახევარი გაატაროს ევროპაში. ასეთი ადამიანებიც იქნებიან.

 

მინდა აღვნიშნო, რომ ვისაც რაღაც ცუდი ზრახვებით უნდოდა წასვლა, პრაქტიკულად ყველა წავიდა ისედაც. მხოლოდ გერმანიაში 4 000-ზე მეტი ქართველი იხდის სასჯელს. ამიტომ, ამ ფონზე, რომ ადამიანი, რომელსაც არავითარი ცუდი ზრახვები არ აქვს, ჩავიდეს საქმიანი ვიზიტით ან დასასვენებლად უვიზოდ, ძალიან კარგია. კარგია, რომ საზოგადოებაში არ არის ჭარბი მოლოდინი, რომ ვიზა-ლიბერალიზაციის შემდეგ გვეშველება. ეს იყო ადრე და ახლა ეს ყალბი ჭარბი მოლოდინები აღარ არსებობს", - განაცხადა მამრაძემ. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner