logo_geo
eng_logo
ყაჩაღობა თბილისში - თავდამსხმელებმა ბანკიდან ფული ტომრით გაიტანეს
- +

17 სექტემბერი. 2016. 15:15



თბილისში, ვაზისუბნის დასახლებაში ერთ-ერთ სავაჭრო ობიექტზე თავდასხმა მოხდა, რა დროსაც ორმა შეირაღებულმა პირმა სავაჭრო ცენტრში მდებარე 2 ბანკი დააყაჩაღა.


თვითმხილველის ინფორმაციით, თავდამსხმელებმა ბანკიდან ფული ტომრით გაიტანეს.


„დერეფანში შემოცვივდნენ ავტომატიანები. სახეზე ნიღბები ეკეთათ და რამდენჯერმე გაისროლეს კიდეც. მე „საქართველოს ბანკის" სალაროსთან ვიდექი. ავტომატიანი მოვარდა, ბანკის თანამშრომელს იარაღი დაუმიზნა და უყვირა, ჩქარა ფულიო. გოგონამ ამოიღო და ფული თეთრი ტომრით მიაწოდა. მერე ყველანი იატაკზე ვიწექით და მეტი არაფერი დამინახავს. ისმოდა სროლის ხმაც", - ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი.


შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 179 ე მუხლით მიმდინარეობს. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner