logo_geo
eng_logo
აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლი სამხედრო პატივით დაკრძალეს
- +

17 სექტემბერი. 2016. 16:56



საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული ოთარ გოგოხია სენაკში, სამხედრო პატივით დაკრძალეს. დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა  ლევან შონიამ  აფხაზეთის ომის დროს დაღუპული მებრძოლის ხსოვნას პატივი მიაგეს და გარდაცვლილის ოჯახის წევრებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრეს.


აფხაზეთის ომის დროს დაღუპული 17  იდენტიფიცირებული მებრძოლიდან 12  დიღმის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალეს, ხოლო 5 მათგანი, ოჯახის წევრების სურვილის შესაბამისად,  საგვარეულო სასაფლაოებზე გადაასვენეს.



 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner